LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

179600 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება – „საზოგადოება და ბანკები“

138
სესხი

„1 მაისიდან 1 ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1100-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი – 11.185 მილიონიდან 11.427 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

179600 ხელშეკრულებიდან 80300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1.906 მილიონი ლარია. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობთ 19.53% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 73100 სესხია მიბმული, საშუალოდ 13.73%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3548 მილიონი ლარია.

25600 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების. მთლიანი პორტფელი 5939 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.46%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22.7 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.05%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 200 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 10.2 მილიონი ლარია.

1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.7%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 19.53%-ია, რომელსაც მოყვება ავტო სესხი – 18.05%-იანი განაკვეთით.

1 ივლისის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ინფლაციის გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტებისა და ინფლაციის შემცირების ტენდენციითაა გამოწვეული. გაცვლითი კურსის გამყარება და მიმდინარე ტენდენციები ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. კლებადი ინფლაციური მოლოდინები, დაკრედიტების დონე, ეკონომიკური ზრდის ტემპი განაპირობებს ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსული ინფლაციური ზეწოლის არ არსებობას. მაღალია ეკონომიკური ზრდა, რაც ინფლაციაზე ზეწოლის საკმაოდ დიდ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი და ფრთხილი გამოსვლა დაიწყო. მოსალოდნელია რომ განაკვეთის შემცირების ტემპები კვლავ დაბალი იქნება მაღალი გაურკვევლობის პირობების არსებობის გამო. მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი რაც, სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს“, –  აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმოხილვაში.

„ამ ეტაპზე, ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს“ – ნათია თურნავა

magti 5g