LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18-19 მაისს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

243
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

„მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g