LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 იანვარს მხატვრული ფილმის „ექვთიმე თაყაიშვილის“ პრესჩვენება გაიმართება

244

18 იანვარს კინოთეატრ „ამირანში“ მედიის წარმომადგენლებისთვის რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე თაყაიშვილის“ ჩვენება შედგება. კინოჩვენების შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც ასევე ექვთიმე თაყაიშვილის როლის შემსრულებელი, გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი დაესწრება.

ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის პარალელურად, პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.

ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს – ცდუნებას! სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

მუსიკალურ გახმოვანებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან „ქართული ხმების“ კვარტეტი, მეგი გოგიტიძე, თორნიკე სხიერელი და სხვები. ორიგინალური მუსიკის ავტორი დათო არჩვაძეა.

კინოსურათის გადაღება ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g