უბედური შემთხვევა სენაკში – ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად წავიდა. ახალგაზრდა ბიჭს, სავარაუდოდ, წყალში გადახტომისას გული გაუჩერდა.
თვითმხილველებმა მისი წყლიდან ამოყვანაც მოახერხეს, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა, თუმცა ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო.
გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.