LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის შემდეგ, პერის ჰილტონი ახალ დისკს გამოუშვებს

217
Paris-Hilton-Second-Album-Infini

2006 წელს, ამერიკელი სელებრითი, პერის ჰილტონი საზოგადოებას მომღერლის რანგში მოევლინა. სადებიუტო სტუდიური ალბომის – Paris რელიზიდან 18 წლის შემდეგ, მან ახალი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა.

43 წლის სატელევიზიო სახის მომავალი მუსიკალური პროექტის რელიზი, 6 სექტემბერს შედგება. ფირფიტას, რომლის პროდიუსერი ავსტრალიელი მუსიკოსი, სიაა, Infinite Icon ჰქვია. კრებულის ლიდ სინგლი – I’m Free, რომლის ინსპირაციად Ultra Nate-ის 1997 წლის ჰიტი – Free იქცა, 21 ივნისს გამოვიდა. სიმღერა იაპონელ-ბრიტანელ მომღერალ, რინა სავაიამასთან დუეტია.

ფირფიტის მეორე სინგლი – Chasin’, რომლისთვისაც ჰილტონმა მეგან ტრეინორთან ითანამშრომლა, დღის სინათლეს, 26 ივლისს იხილავს.

როგორც მომღერალმა, პერის ჰილტონმა პირველი ალბომი 2002 წელს გამოუშვა. დისკის სინგლები – Stars Are Blind და Nothing in This World დღემდე პოპულარულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები