LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1880-იანი წლების „ივერიაში“ ბაღების გაჩეხვას უჩიოდნენ: „მათ ადგილს აღმართნენ უზარმაზარი სასახლენი…“

208
tbilsi20925

ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი აქვეყნებს ამონარიდს 1880-იანი წლების გაზეთ „ივერიიდან“ სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ კაფავენ ხეებს და როგორ აშენებენ სასახლეებს. როგორც ჩანს, თანამედროვე თბილისის პრობლემები არც მე-19 საუკუნის თბილისის მაცხოვრებლებისთვის იყო უცხო.

„უწინ თბილისი აყვავებული და ამწვანებული იყო ხშირის ხეხილითა და ბაღებითა, ამის გამო ქალაქში ზამთარი არ იყო ისეთი სუსხიანი, როგორც ეხლა, და ზაფხულიც უფრო გრილი იყო, დროთა განმავლობაში ეს ბაღები გადიკაფნენ მათ ადგილს აღმართნენ უზარმაზარი სასახლენი, შენობანი შეჯგუფთნენ, ჰაერის თავისუფალი ტრიალი მოიშალა, დაიხშო ჰაერი და ახლა ზაფხულობით ადამიანს სული ვეღარ მოუტრიალებია…“, აღნიშნულია იმდროინდელ სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g