LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 აპრილს რიყეზე იქნება საერთო ოპოზიციური შტაბის წარდგენა: თაკო ჩარკვიანი

103
თაკო-ჩარკვიანი-1

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, 19 აპრილს რიყეზე, საერთო ოპოზიციური შტაბის წარდგენა იგეგმება, სადაც 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით გეგმას გააჟღერებენ.

„19 აპრილს, 15:00 საათზე რიყეზე იქნება არა ის დიდი აქცია, არამედ უფრო საერთო შტაბის წარდგენა. თითოეული პარტია ალბათ 15-15 ადამიანს წარმოვადგენთ. განცხადებას გავაკეთებთ, რომ ერთგვარი პრელუდია, შესავალი იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ 15 მაისის გეგმის შესახებ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზეც ისაუბრა. მან დოკუმენტში პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების გზავნილების უპირველესი ადრესატი ხელისუფლებაა.

„დოკუმენტში არ არის ის ორი მთავარი პუნქტი, რისთვისაც ოპოზიციამ ეს ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ბოლო დოკუმენტია და ამის იქით საუბარი არ იქნება. აუცილებლად იქნება და ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა იმიტომ, რომ დემოკრატიის გზაზე ასე სიარული არ შეიძლება. დოკუმენტი, სადაც პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის, აბა ის რა დოკუმენტია, ეს არის შერჩევითი სამართალი.

დასავლელმა პარტნიორმა მეტი რა გითხრას. გეუბნება, რომ კლანია სასამართლოში, რომ ოლიგარქიული მმართველობა მძლავრობს. მოდით, ახლა ეს გადმოვიტანოთ ჩვეულებრივად ადაპტირებულ ენაზე – ეს ნიშნავს, რომ კორუმპირებულია სასამართლო, ეს ნიშნავს რომ საკანონმდებლო ორგანო უზურპირებულია ხელისუფლების მიერ. სამართლებრივი რეფორმები თუ არ მოხდა ამ ქვეყანაში, ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ეს არის ჩვენი დანიშნულება, ხალხი ამას გვთხოვს, სადაც მივდივართ. შესვლა/არ შესვლაზე კი არ გველაპარაკებიან, გვეუბნებიან, რომ შეცვალეთ რამე ამ ქვეყანაში.

ნებისმიერ პერიოდში უპირველესი პასუხისმგებლობა საჭეთმპყრობელზეა, ეს გახლავთ ხელისუფლება. ოპოზიცია არ იხსნის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა რომ გვაქვს იმ მანდატის წინაშე, რომელიც ხალხს უნდა მოხმარდეს, ამიტომ გამოვაცხადეთ ეს ბოიკოტი, აბა სხვა მიზანი არ გვქონია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

mazda magti 5g