LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 და 20 ნოემბერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში „მარო“-ს პრემიერა გაიმართება

105
მარო

პრემიერა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

მარო – 19 და 20 ნოემბერი – 20:00

ჟანრი: ქორეოგრაფია / თოჯინების თეატრი

რეჟისურა, ქორეოგრაფია, სცენოფრაგია, კოსტიუმების მხატვრობა – თათა თავდიშვილი & ტატო გელიაშვილი

სპექტაკლის შესახებ:

იმ რეალობაში, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, აუცილებელია, რომ შემოქმედება თავისი შინაარსით გახდეს ბრძოლის იარაღი იმ ხიდ ჩატეხილობის ამოსავსებად, სადაც საზოგადოების აზრი ორად იხლიჩება. ქართველობის იდენტობა ხშირად ჭარბი რომანტიზირებით დამახინჯებულია, რაც აცლის ფუნდამენტს საქართველოს დამოუკიდებლობას და მისი კულტურული ღირებულებების რეალურ არსს.თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა უნდა გაცდეს აღმატებულ ფრაზეოლოგიზმებს და გახდეს ქმედითად დაუზოგავი, ნამდვილი, ხელშესახები.

ჩვენი წინაპარი მარო მაყაშვილი, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, მაგალითი ახალგაზრდა ქართველი პატრიოტისა. ერთი შეხედვით მისი საქციელი გულუბრყვილოა, თუმცა მეორე მხრივ ძლიერი სიყვარულის და ბრძოლის მკაფიო მანიფესტია.

პროექტი ხორციელდება „ბიენალე კოლეჯეს“ ყველა სახელმძღვანელო წესის დაცვით.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” X თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g