LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანის მონუმენტი გაიხსნება

112

19 ნოემბერს, დედა ენის ბაღში, ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეზე, მუსიკოსის მონუმენტი გაიხსნება. მის თაყვანისმცემლებს შეეძლებათ, მოისმინონ მისი მუსიკა და ლექსები. მონუმენტის ავტორმა, როკო იმერლიშვილმა კონსულტაციები ქეთათო ჩარკვიანთან გაიარა და მისი მოსაზრებები გაითვალისწინა. სკამები, რომლებიც მონუმენტთან დგას, ვლადიმერ იმერლიშვილმა შექმნა.

როგორც ქეთათომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, როკო მისი მეგობარია, ლოკაციაც ერთად შეარჩიეს, თუმცა ეს საკმაოდ რთული გახლდათ. „თბილისში არ არის ბევრი ადგილი, სადაც მონუმენტს დადგამ და ყველა მხრიდან მისი აღქმა იქნება შესაძლებელი. მადლობა თბილისის მერიას, რომლის დახმარებითაც მოხერხდა მონუმენტის გაკეთება“, დასძინა მუსიკოსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g