19-საათიანი ფრენის შემდეგ Space X-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Space X-ის ხომალდი Crew Dragon, რომლის ბორტზეც ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან სადგურს თბილისის დროით 18 საათსა და 16 წუთზე მიუერდა.
კოსმოსური ხომალდ „Crew Dragon-ით”, “Falcon 9”-მ სტარტი აიღო ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 30 მაისს. სტარტი განმეორებით ცდაზე შედგა ცუდი ამინდის მიუხედავად, რის გამოც, პირველი ცდა, 27 მაისს, გადაიდო.
Docking confirmed! @AstroBehnken and @Astro_Doug officially docked to the @Space_Station at 10:16am ET: pic.twitter.com/hCM4UvbwjR
— NASA (@NASA) May 31, 2020