LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“19 წლის წინანდელმა ნოემბერმა საქართველოს დიდი დემოკრატიული გარდაქმნების დასაწყისი მოუტანა. იცით ვინ დაიწყო და განახორციელა ეს ყველაფერი” – ლიზა იასკო ვარდების რევოლუციაზე

87
BeFunky-collage - 2022-11-24T002603.051

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ლიზა იასკო ქართველ ხალხს ვარდების რევოლუციის 19 წლისთავს ულოცავს.

მისი თქმით, 19 წლის წინანდელმა ნოემბერმა საქართველოს დიდი დემოკრატიული გარდაქმნების დასაწყისი მოუტანა.

“გილოცავთ ვარდების რევოლუციის 19 წლისთავს.
ვარდები მიყვარს, ამ ფოტოში კი ეს ვარდები ჩემი დარგულია.

19 წლის წინანდელმა ნოემბერმა საქართველოს დიდი დემოკრატიული გარდაქმნების დასაწყისი მოუტანა. იცით ვინ დაიწყო და განახორციელა ეს ყველაფერი.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მთელ რეგიონზე და უკრაინაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
უფრო ნოემბრის თვეებში დაიწყო, ჩვენი უკრაინული რევოლუციები.

ჩვენ ერთად ვქმნით ისტორიას ! დაე, ამ ნოემბერმა რამე კარგი მოგვიტანოს! ამ ვარდების მსგავსად, რომლებიც გაცილებით მეტია მნიშვნელობით, ვიდრე უბრალოდ ვარდები”, – წერს ლიზა იასკო.

შეგახსენებთ, რომ ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა.

ამავე თემაზე:

ანა ფოტიგა: ვარდების რევოლუცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად შესრულდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g