LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1966 წლის Beetle-ს ახალი სიცოცხლე აჩუქეს

volkswagen

ავტომობილი, რომლის გარბენიც 560 ათასი კილომეტრი იყო Volkswagen-ის გუნდმა სრულიად უფასოდ შეაკეთა.

ორიგინალი Volkswagen Beetle ამერიკულ კარდიფში მცხოვრებ კეტლინ ბრუქსს ეკუთვნოდა და ქალბატონი ავტომობილს საკმაოდ აქტიურად იყენებდა. დაწყებული 1966 წლიდან მოდელმა 560 ათასი კილომეტრის გავლა მოასწრო.

ცოტა ხნის წინ ავტომფლობელს სამუზეუმო მოდელის სრულიად უფასოდ შეკეთება შესთავაზეს. ბრენდის წარმომადგენლებმა კონკრეტულ ავტომობილზე არჩევანი იმის გამო შეაჩერეს, რომ ის კეტლინისთვის ის ოჯახის წევრივით იყო.

ისტორიული ოთხფეხას გაცოცხლებას 11 თვე დასჭირდა და მასზე 60-მდე სპეციალისტი მუშაობდა. მთავარი პრობლემა კი დაჟანგებული ძარა და კორპუსი იყო, რომლის აღდგენაც მარტივი არ აღმოჩნდა. Volkswagen-ის ინფორმაციით მათ ავტომობილის 40% მთლიანად შეცვლეს და ჯამში 347 დეტალი შეაკეთეს. საბოლოოდ, შექმნეს Beetle, რომელიც მუზეუმშიც მშვენივრად გამოიფინებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g