LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„1993 წლის 30/31 დეკემბრის ღამეს, დასრულდა ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი გზა სამეგრელოს მთებში“ – კონსტანტინე გამსახურდია

339
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-31T004649.370

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია 1993 წლის 30/31 დეკემბრის ღამეს მომხდარ ტრაგედიაზე წერს.

„1993 წლის 30/31 დეკემბრის ღამეს, დასრულდა ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი გზა სამეგრელოს მთებში, ძნელადსავალ ბილიკებსა და სოფლებში მიმავალი, ძველ ხიბულაში მდებარე სოფლურ სახლში.

ვალერია ნოვოდვორსკაია, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და დისიდენტი 1994 წელს წერდა: ოდესღაც ანუის დიდმა ინკვიზიტორმა დასაწვავად გამზადებულ ჟანა დ’არკს უთხრა: ვიცი, რომ ეს საბრალო გამარჯვებაა შენზე ჟან. მაგრამ შენ გაჩუმდები მაინც. ბატონებო, აგრძელებს ვალერია, გესმით ზვიადის სიჩუმე?“. – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისთვის, 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობით. ოჯახი ამ ვერსიას დღემდე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები