გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 934 741-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 2 251-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 895 315 -მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 42 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 13 800 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 57 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 551 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 858-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 38 802, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 472, PCR ტესტით – 15 330.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,41%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,28%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 5 532-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.