ინფლუენსერი, თიკა კურტანიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ხშირია კრიტიკა იმ ადამიანების მიმართ, ვინც სოციალურ ქსელში აქტიურობს.
ამის მაგალითად თავისი თავი დაასახელა და გაიხსენა, თუ როგორ გახდა ინფლუენსერობის გამო ერთ-ერთი ადამიანის დაცინვის ობიექტი. ვიდეომიმართვაში თიკა კურტანიძეს ამ პიროვნების სახელი არ დაუსახელებია:
„ეს არის ყველაზე რთული ვიდეო, რაც კი ოდესმე გადამიღია“ – ცნობილი ინფლუენსერი წყვილი დაშორდა
„თქვენ ორი დღის წინ გაიგეთ ეს ამბავი, მაგრამ ერთი თვეა რაც ერთად აღარ ვართ.. ისეთ ადამიანთან, რომელიც გიყვარს მარტივი არ არის დაშორება და თან ისეთი რაღაცის გამო..“ – რას ამბობს გიორგი ნაჭყებია ცნობილ ინფლუენსერთან დაშორებაზე
დღეს კი გიორგი ნაჭყებიამ ტიკ-ტოკის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თიკასთან დაშორებაზე საუბრობს.
„ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრს უნდა ინფლუენსერობა, მაგრამ საზოგადოების გამო ამ ნაბიჯს ვერ დგამს და საზოგადოებაზე მეტად მეგობრებზე და ნაცნობებზეა საუბარი. ამბობენ – „ვიდეოები შესაძლოა ჩატში გადააგზავნონ და დამცინონო, რომ თითქოს ეს რას აკეთებს, ვითომ ინფლუენსერობსო“ – სინამდვილეში ამ ადამიანებს გულის სიღრმეში თავადაც უნდათ ინფლუენსერობა, უბრალოდ არ ჰყოფნით ამის გამბედაობა…
ამის ნამდვილი მაგალითიც მქონდა ცხოვრებაში, როდესაც 2-3 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიურად დამცინოდა იმაზე, რომ მე „ტიკტოკერი“ ვიყავი, თუმცა, გავიდა 1-თუ 2 წელი და ამ ადამიანმაც დაიწყო ინფლუენსერობა. ანუ რა გამოვიდა ამით? ამ ადამიანსაც ძალიან უნდოდა იმავეს გაკეთება, თუმცა ამის ნაცვლად მე დამცინოდა. მე ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანის ხუმრობები გულთან ახლოს არ მივიტანე, არ გავჩერდი და ვაკეთე ის, რაც მომწონდა და მიყვარდა“, – ამბობს თიკა კურტანიძე.
შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი ინფლუენსერი წყვილი – თიკა კურტანიძე და გიორგი ნაჭყებია, მეტსახელად „მანდრეინი“ ერთმანეთს დაშორდნენ, დაშორების შესახებ თიკამ გამომწერებისთვის ვიდეო ჩაწერა.
წყვილის დაშორებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, რადგან ორივე მათგანს ასიათასობით გამომწერი ჰყავს.
