LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 661 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი: განახლებული კოვიდსტატისტიკა

37
კოვიდ-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 2 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 628 719-ია.

ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 1 274-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 597 654-მდე გაიზარდა.

კოვიდინფექციამ კიდევ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 9 192 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში  რჩება 67 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 201 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 660-ია.

ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით – 36 840, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 119, PCR ტესტით – 14 721.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,22%, ბოლო 14 დღის – 5,7%, ბოლო 7 დღის – 6,16%.

დღიურად აცრილთა რიცხვი 8 331-ია.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში 803 შემთხვევა;
  • აჭარა – 105;
  • იმერეთი – 559;
  • ქვემო ქართლი – 158;
  • შიდა ქართლი – 116;
  • გურია – 53;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 293;
  • კახეთი – 420;
  • მცხეთა-მთიანეთი – 58;
  • სამცხე-ჯავახეთი – 60;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 21 847, საიდანაც:

4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 425, აჭარაში – 365, იმერეთში – 979.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 970 პირი, მათ შორის:

თბილისში – 335, აჭარაში – 87, იმერეთში – 312.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან:

თბილისში – 138, აჭარაში – 25, იმერეთში – 28.

660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 327 – თბილისში, 185 – აჭარაში.

16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 7.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 7 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 229 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 096 ადამიანი.

magti 5g