ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. ამის შესახებ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „სინჰუა“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მეორე აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.