LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 და 3 აპრილს საქართველოში 29 გრადუსამდე დათბება

157
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 და 3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 29 გრადუსამდე მოიმატოს:

„შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +24, +29 გრადუსამდე მოიმატოს. 4 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი“, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები