LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 დაღუპული და 10-ზე მეტი დაშავებული – რუსებმა ხერსონში, საცხოვრებელ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს

35
1669462218-7554

რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის საცხოვრებელ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.

იანუშევიჩის თქმით, მტრის ჭურვებმა საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო ცენტრი და სკოლები დააზიანა.

სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ დნიპროზეც. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.