2 დეკემბერს, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” “ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო” (IWAG) ტრადიციულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს (10:00-18:00 სთ).
შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მზრუნველობა მოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს.
ძირითადი ბენეფიციარები არიან; არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა პროფესიული განათლების და შემდგომში მათი დასაქმების უზრუნველყოფის მიმართულებით.
ასევე „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, რომელიც ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ქალებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაში. და, სოფელ წილკანში, იძულებით გადაადგილებულთა კომპაქტურ დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღი.
სახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ საახალწლო საჩუქრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა საავტორო ნამუშევრები და დააგემოვნონ ინტერნაციონალური სამზარეულო.
გამოფენაში მონაწილეობას იღებს ქართველი თუ სხვა მრავალი ქვეყნის ხელოვნების დარგის წარმომადგენელი და 30-მდე საელჩო თუ საერთაშორისო მისია.