ფეხსაცმლის მაღაზია ”ანდრეა მორელი” მომხმარებლებს 29 და 30 ივნისს, ახალ კოლექციაზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსს” მაღაზიაში განუცხადეს, მათთან ასევე მოქმედებს შემდეგი აქცია – ერთ შენაძენზე 30%-იანი, ორ შენაძენზე კი – 40%-იანი ფასდაკლება.
მათივე ინფორმაციით, ფეხსაცმლის მაღაზია “ანდრეა მორელი” მომხმარებელბს ტყავისაგან შეკერილ, მამაკაცისა და ქალის უმაღლესი ხარისხის ელეგანტურ ფეხსაცმელებს სთავაზობს. პროდუქციის გასაყიდი ფასები კი 120 ლარიდან იწყება და 170 ლარამდე ადის.
შეგახსენებთ, მაღაზია “ანდრეა მორელი” საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ის აღმაშენებლის 150 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 10:30-დან 20:30 საათამდე მუშაობს.