LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ივნისს პარლამენტთან დაკავებული სამი პირი: ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე გაათავისუფლეს

157
BeFunky-collage - 2023-06-03T220116.628

2 ივნისს პარლამენტთან დაკავებული სამი პირი: ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე გაათავისუფლეს.

„გამოვედი თელავის იზოლატორიდან. ნიკა და ედოც მალე გამოვლენ, ჩემს მერე დააკავეს და რამდენიმე წუთის ამბავია.

უღრმესი მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელიც სრული საინფორმაციო ვაკუუმის მიუხედავად, ჩვენამდე აღწევდა, გულს გვითბობდა და გვაძლიერებდა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძალისხმევა ღირდა იმად, რომ საქართველო არ იქცეს ისეთ ქვეყნად, სადაც ადამიანებს სუფთა ფურცლის გამო ციხეში უშვებენ.

48-საათიანი დაკავების ვადა ისე გავიდა, სასამართლოში არ გაგვიყვანეს. ეს გასაგებია – მათ არ უნდათ, რომ ჩვენ საჯარო ტრიბუნაზე ვთქვათ ჩვენი სათქმელი. არაუშავს, მე აქ დავწერ ჩემს სიტყვას, რომელიც სასამართლოზე უნდა მეთქვა და რაკი ხელისუფლება ყრუა, დაე თქვენ – საზოგადოება იყავით ჩვენი მოსამართლეც, მსაჯულიც და მართლმსაჯულებაც”, – წერს სოციალურ ქსელში საბა ბრაჭველი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან დაკავებული აქციის მონაწილეებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

პოპულარულები