LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 კვირაში, საქართველოში მზესუმზირას ზეთი გაიაფდება

312
zetiii-1620110612

დაახლოებით, 2 კვირაში საქართველოში მზესუმზირას ზეთის ფასი 10%-ით შემცირდება. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ მზესუმზირას ზეთის იმპორტიორი კომპანია „ალფას” ხელმძღვანელი ირაკლი ციხისთავი საუბრობს. ის ამბობს, რომ ამის მიზეზი რუსეთში (საიდანაც ის იმპორტს ახორციელებს) მზესუმზირას ზეთზე საექსპორტო გადასახადის შემცირებაა.

„ამ ეტაპზე, დახლზე ზეთი ძველი ფასით იყიდება, თუმცა, როგორც კი ახალ შესყიდვას განვახორციელებთ, ცვლილება ფასში აუცილებლად მოხდება. აქამდე, რუსეთში 1 ლიტრი მზესუმზირას ფასი 2 აშშ დოლარი იყო, ივლისის თვის დასაწყისიდან  1.75 დოლარამდე შემცირდა“ – აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ ციხისთავი და იქვე დასძენს, რომ 1-ლი ივნისიდან რუსეთმა მზესუმზირას ზეთზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე  372,3-დან 525 დოლარამდე გაზარდა, 1-ლი ივლისიდან კი 10%-ით შეამცირა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ომის შედეგად ზეთზე საექსპორტო გადასახადი რამდენჯერმე გაზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები