LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2-კვირიანი აქტიურობის შემდეგ, შრომის ბაზარი ისევ გაპასიურდა: TOP5 მიმართულება, სადაც ამ ეტაპზე კადრების მოთხოვნაა

14
statistikaab76776-max-700

2-კვირიანი აქტიურობის შემდეგ, შრომის ბაზარი ისევ გაპასიურდა. ამის შესახებ „ბიზნესკურიერის“ ეთერში Hr.ge-ის წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიები ჯერჯერობით ვაკანსიების გამოცხადებისგან თავს იკავებენ.

„ამჟამად საიტზე 2600 აქტიური ვაკანსია ფიქსირდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვაკანსიების დაახლოებით 10%-იანი კლება შეინიშნება.

ბევრი კომპანია თავს იკავებს, ისინი 1-ელი მარტიდან დაიწყებენ ვაკანსიების გამოცხადებას, მას შემდეგ რაც შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება.“-აღნიშნა შახბაზიანმა.

Hr.ge-ის წარმომადგენელმა „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას დაასახელა ის TOP5 მიმართულებაც, სადაც ამ ეტაპზე კადრების მოთხოვნაა.

„ძალიან ბევრი ვაკანსიაა გამოცხადებული ქოლ-ცენტრის მიმართულებით, ეს არის ერთ-ერთი ტოპ პოზიცია, განსაკუთრებით მოთხოვნადია სხვადასხვა ენის ოპერატორი, სატელეფონო გაყიდვებს ვგულისხმობ, მეორე ადგილზე არის დეველოპერების მიმართულება, დეველოპმენტი IT მიმართულებით არის საკმაოდ მოთხოვნადი პოზიცია განსაკუთრებით პანდემიის პირობებეში.

მესამე ადგილზე არის საკურიერო კომპანიები და ზოგადად ლოჯისტიკის მიმართულებით ვაკანისები და ეს სფეროც ძალიან გააქტიურდა. მეოთხე ადგილზე არის სამედიცინო სფერო და ფარმაცია, ხოლო მეხუთეზე საბანკო სექტორი.“-აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.

Hr.ge-ს წარმომადგენლის თქმითვე, ამჟამად ვაკანსიების 85% მოდის თბილისზე, დანარჩენილი 15% კი, ნაწილდება რეგიონებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g