LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 მაისს ჯგუფი „მგზავრების“ სოლოკონცერტი „მონოჰოლში“ გაიმართება

122
მგზავრები

2 მაისს – ყველასათვის საყვარელი ჯგუფი „მგზავრები”, Mono Hall-ის სცენაზე ბრუნდება. საცეკვაო რიტმებს დიჯეი Dicho არ მოაკლებს მსმენელს.

ჯგუფი „მგზავრები” 2006 წელს ჩამოყალიბდა და არსებობის განმავლობაში ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა შემადგენლობის თვალსაზრისით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ „მგზავრები” მსმენელის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი გამხდარიყო.

„მგზავრების“ მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს და მასში აგრეთვე ჭარბად არის იმპროვიზაციის ელემენტები. ჯგუფს არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი და გადაღებული აქვს არაერთი მუსიკალური ვიდეოც.

ჯგუფი „მგზავრები” დღემდე აქტიურად განაგრძობს კონცერტების გამართვას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g