LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი დააკვირდება

75
1

“საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, 64 მუნიციპალიტეტში საკუთარ მისიას განათავსებს”, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისიას დევიდ ერეი უხელმძღვანელებს. მისიის შემადგენლობაში კი ასევე იქნება კონგრესის 18 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან.

“ეს არის ერთობლივი დაკვირვების შემადგენელი ნაწილი ეუთოს/ODIHR-თან და ევროპარლამენტთან ერთად.

არჩევნების დღეს ადგილზე განთავსებას წინ უძღვის მოსამზადებელი შეხვედრები თბილისში, 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ჩათვლით.

კონგრესის დელეგაცია ასევე შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კალანდარიშვილს და იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, თორნიკე ჭეიშვილს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის დელეგაციასთან ერთად იგეგმება ეუთო/ოდირი-ს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ძირითად ჯგუფის და გრძელვადიანი დამკვირვებლების ერთობლივი ბრიფინგის ორგანიზებაც. მოსამზადებელი პროგრამის დასკვნით ნაწილში კი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან და პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესში შემავალი ქართული დელეგაციის წევრებთან შეხვედრა იგეგმება.

“კენჭისყრის დღეს კონგრესის ცხრა გუნდი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში განთავსდება. მისია 2021 წლის 3 ოქტომბერს, კვირას 20:00 საათზე დასრულდება”, – წერია ინფორმაციაში.

პოპულალურები