LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ქართული სტარტაპი სილიკონ ველიზე გაემგზავრება

66
159880451-3846424628780501-8468504198476665312-o

საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა პროგრამის 500Georgia-ს გამარჯვებული სტარტაპერების გამოვლენის შემდეგ განაცხადა.

500Georgia პროგრამას საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური სტარტაპ აქსელერატორი 500 Startups-ი ახორციელებს, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შემოვიდა საქართველოში.

გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე გადასული 10 სტარტაპიდან აარჩიეს. ორი სტარტაპი Payze და Agrolabs სილიკონ ველიზე (Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან აქსელერაციის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

„მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ ეტაპზე დღეს მხოლოდ ორმა სტარტაპმა გაიმარჯვა, მიგვაჩნია, რომ ყველა კომპანია, რომელიც ფინალამდე მოვიდა, გამარჯვებულია – მათ, ერთი მხრივ, გავლილი აქვთ ინტენსიური აქსელერაციის პროცესი, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო და ბიზნესი მათ მხარში უდგათ, რათა მათ საკუთარი პროექტები უფრო მეტად განავითარონ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან  – დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2500–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk, Intercom, GitLab, Grab და Bukalapak. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც აქსელერაციის და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მშენებლობით მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები