LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ: ოკუპანტების მიერ გატაცებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

61
130201497

ოკუპანტების მიერ გატაცებული რამაზ ბეღელური ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს. აღნიშნულზე სუს-მა განცხადებაც გაავრცელა.

„რ. ბეღლური უკანონოდ დააკავეს 2021 წლის 2 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის გამოყენებით, ამავე პერიოდში, საკითხი განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე 2-თვიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“. – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g