LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წლის ბავშვს, რომელიც ალიგატორმა ტბაში შეითრია, ამ დრომდე ეძებენ

72

ამერიკის შტატ ფლორიდაში, ორლანდოს გარეუბანში პოლიცია ეძებს 2 წლის ბიჭს, რომელიც წყალში ყოფნისას გასართობ პარკ Walt Disney World-ში ალიგატორმა გაიტაცა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა ორშაბათ საღამოს მოხდა, ხელოვნურ ტბაში Seven Seas Lagoon.

ბავშვის ნებრასკელი მშობლები სამ შვილთან ერთად ისვენებდა ტბასთან, როდესაც ალიგატორი ბიჭს თავს დაესხა. ბავშვის მამა შეეცადა ბავშვი გადაერჩინა, თუმცა ვერ შეძლო.

ბავშვის სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას 50 პოლიციელი იღებს.

Disney-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია მომხდარით შეძრულია. მანამდე ალიგატორის თავდასხმა პარკის ტერიტორიაზე არ მომხდარა. ფლორიდაში დიდი რაოდენობით ალიგატორები ბინადრობენ, თუმცა ისინი აგრესიულად თითქმის არასოდეს იქცევიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები