LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წლის გოგონაზე შესაძლო ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს

213
პოლიცია გურჯაანი

ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 2 წლის ბავშვი გურჯაანიდან თბილისში გვიან ღამით, „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადმოიყვანეს.

მცირეწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მას კანის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

ძალადობის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, როცა ბებიამ 2 წლის გოგონას სხეულზე დამწვრობის აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცველებს მიმართა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ბავშვის მამა.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები