LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 რუსული რუბლის უკანონო შემოტანისთვის სომხეთის მოქალაქე 10 ათასი ლარით დაჯარიმდა

77
ფული

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული 20 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 რუსული რუბლის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

მათივე ცნობით, უცხოურ ვალუტაში არსებულმა არადეკლარირებულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 103 603 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 10 360,3 ლარის ოდენობით შეეფარდა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g