LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20-27 ივნისს მესტია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს – ფესტივალის სტუმრების ვინაობა უკვე ცნობილია

145
Untitled design

20-დან 27 ივნისის ჩათვლით, მესტია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა საქართველოში, რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა და პროდიუსერმა თეიმურაზ ჩხვიმიანმა 2021 წელს დააარსეს და წელს უკვე მესამედ გაიმართება.

კინოფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, სვანეთის კინოფესტივალის ახალგაზრდა გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ფესტივალი ყოველ წლიურად განვითარდეს, გაიზარდოს და მოთხოვნადი გახდეს, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში.

„ფესტივალის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე. ამიტომაც ფესტივალი ფოკუსირებულია ინდუსტრიული მიმართულების გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალმა 2021/2022 წელს ახალგაზრდა რეჟისორებს დაუჭირა მხარი, რომლებიც ანვითარებდნენ თავიანთ პროექტებს.

ამიტომაც ფესტივალი მოხარულია, რომ წელს მესამედ ჩაატარებს Pitching forum კონკუსს, სადაც გაიცემა ფულადი ჯილდოები პროექტის განვითარებისათვის.

საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს გადაეცემა დამოუკიდებელი კინოპროექტის / Independent film project ჯილდო 5 000 ლარი, ხოლო საუკეთესო ქალი რეჟისორის პროექტს კი გადაეცემა 3 000 ლარი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო.

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ფესტივალის მესამე გამოშვებას ახალი აქტივობა დაემატა Work in progress კონკურსი, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეჟისორებს თავიანთი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, რომლებიც პოსტ -პროდუქციის ბოლო ეტაპზე აქვთ, აღნიშნულ კონკურსზე გაიცემა ფულადი ჯილდოები, არებატო ფილმების /Arrebato films ჯილდო 10 000 ლარი და 1TV ჯილდოები 5 000 და 2 000 ლარი.

– მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩევა, სადაც რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა ქალღლერთი დალის პრიზები; საუკეთესო ფილმი, სააუკეთესო რეჟისორის პრიზი და საუკეთესო ოპერატორის პრიზი.

– სეტის მოედანზე ყოველდღიურად მოეწყობა თანამედროვე სრულმეტრაჟიანი ფილმების გარე ჩვენებები, სადაც 200-ზე მეტ ადამიანს ექნება დასწრების საშუალება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წლევანდელი ფესტივალის სტუმრების ვინაობა უკვე ცნობილია. ფესტივალზე ჩამოვლენ:

მერაბ ნინიძე, რომელიც ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია და საქართველოში სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოვა.

ლევან კოღუაშვილი – რეჟისორი;

გიორგი ოვაშვილი – რეჟისორი და სხვები.

უცხოელი სტუმრების სია ასე გამოიყურება:

Ida Makarevic – ალჯაზირას ტელევიზია;
Heidi Zwicker – სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო მხატრული ფილმების მთავარი პროგრამერი;
Sudeep Sharma – სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების მთავარი პროგრამერი;
Yorgos Krassakopoulos – რეპორტერი : Athens Voice , flix.gr , თესალონიკის კინოფესტივალის პროგრამერი;
Hossein Eidizadeh – ირანელი ჟურნალისტი, კრიტიკოსი , რომელიც აქვეყნებს სტატიებს შემდეგ პლატფორმებზე Sight & Sound, Senses of Cinema, 8 ½ Magazine, Kinoscope, Keyframe, MUBI Notebook and Indiewire;
Tesson Charles – კანის კინოფესტივალის კრიტიკოსი, French film magazine რედაქტორი;
Edvinas Putska – ჟურნალისტი , A კლასის ტალინის კინოფესტივალის და ევროპული კინო აკადემიის პროგრამერი;

2023 წლის კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან:

კინოცენტრი, მესტიის მუნიციპალიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, USAID-ი, დამოუკიდებელი კინოპროექტი, Arrebato film, საზოგადოებრივი მაუწყებლი, დამოუკიდებელი კინოპროექტი, სასტუმრო „ფოსტა“, „თელიანი ველი“, ფრანგული ინსტიტუტი, ოლპრინტი, და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით წელს მესამედ ჩავატარებთ სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც 100 ზე მეტი პროფესიონალი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი გააშუქდება ქართულ და უცხოურ მედიაში. ფესტივალის ჩაცმულობაზე ზრუნავს დიზაინერი ხათუნა კობახიძე ბრენდი „xatko“.

„ფესტივალზე გავლენიან კინემატოგრაფისტებთან და A კლასის კინოფესტივალის მთავარ პროგრამერებთან ერთად ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნის კინოინდუსტრიაში მომუშავე ცნობილი პრესის წარმომადგენლები, რომლებიც ფესტივალთან ერთად, სტატიებს სვანეთზეც დაწერენ.

ჩვენს მიერ მოწვეული საერთაშორისო პრესა პროფესიონალურ დონეზე შეაფასებს ფესტივალს, რაც მის სწრაფ პოპულარიცაზიას შეუწყობს ხელს და, რა თქმა უნდა, ფესტივალის პოპულარობა ნიშნავს, სვანეთის, საქართველოს პოპულარულობას და ინტერესს საერთაშორისო დონეზე. პრესის წარმომადგენლები ფესტივალთან ერთად სვანეთზეც დაწერენ სტატიებს და მოუწოდებენ რეჟისორებს, რომ ფილმები სვანეთში გადაიღონ.

გასულ წელთან შედარებით, წელს სვანეთის ფესტივალზე 10 -ჯერ მეტი ფილმი იგზავნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ფესტივალს უკვე აქვს დიდი საერთაშორისო ინტერესი“, – აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g