LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა.. ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია და ვინმე შველას მოასწრებდა, სამუდამო იარებით ყოფილიყო“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

6529
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დღეს მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

პანაშვიდზე იმყოფებოდა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც სოციალურ ქსელშიც ემშვიდობება კესარია აბრამიძეს.

„20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ, ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია და ვინმე შველას მოასწრებდა, სამუდამო იარებით ყოფილიყო.
კესარია დარჩა სამუდამოდ ლამაზად. გოგოდ, რომელიც ყველას უყვარდა, ყველას აცრემლება მოახერხა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, კესო ყველას გულებამდე მივიდა. იმიტომ რომ იყო ადამიანი, რომელსაც წესიც კი არ აუგეს! საპატრიარქომ უარი თქვა.
კესო არის პირველი. პირველი ტრანსგენდერი ქალი ამ ქვეყანაში და ასე დარჩება სამუდამოდ.
ხო გქონდა ფრთები, ჰოდა იფრინე კესარია. იქ სადაც დემონები ვეღარ დაგჯიჯგნიან“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის დაკრძალვაზე მივიდა

„დღესვე შევუსრულებ“ – რა ურჩია კესარია აბრამიძემ თათია შარანგიას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g