LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 დეკემბერს წარმატებული ქართული ბრენდები გამოვლინდება

438

საქართველოში ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების რიგით მე-15 ცერემონია გაიმართება. ღონისძიება 20 დეკემბერს, 19:00 საათზე სასტუმროში“ ბილთმორ თბილისი “ ჩატარდება და მისი ორგანიზატორი ტრადიციულად საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილია“

„ქართული ბრენდის დღე 2017“-ის ძირითადი ნომინაციებია:

  1. ლიდერი
  2. რეპუტაცია და ნდობა
  3. წარმატებული ახალი ქართული ბრენდი
  4. ბრენდ პერსონა
  5. წარმატებული ტელეპროექტი

„ქართული ბრენდის დღე იუბილარია.15 წელი ქართული ბიზნესის გვერდით ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული მაჯისცემის კვალდაკვალ. 15 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი ქართული ბრენდი დაჯილდოვდა. 15 წლის განმავლობაში არაერთი ქართული ბრენდი წარმოვაჩინეთ. არაერთი კომპანიისთვის გახდა სტიმულის მომცემი ჩვენი პროექტი. არაერთი ქართული ახალი ბრენდისთვის გახდა სტარტი ქართული ბრენდის დღის ჯილდო. ჩვენი პროექტი საქართველოს ფარგლებს გასცდა. გაზაფხულზე ნიუ-იორკი გვიმანსპინძლებს, სადაც ასევე ჩატარდება ქართული ბრენდის დღე”, – აცხადებს ქართული ბრენდის დღის დამფუძნებელი მანანა გეგიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g