ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს სამი შვილი ჰყავს. ქეთის და ყოფილ მორაგბეს, დავით კაჭარავას მცირე ხნის წინ შეეძინათ გოგონა, რომელსაც მარია დაარქვეს.
ქეთი ცდილობს, აქტიური ცხოვრების ძველ რეჟიმს დაუბრუნდეს და შვილის გაჩენის შემდგომ ემოციებს გამომწერებს უზიარებს.
„20 დღე მშობიარობიდან. ჯერ ძნელია. მენტალურად უფრო. ეს ამინდებიც ძალიან მოქმედებს.
ილია წავიდა ბაღში ნახევარი დღით. რჩება უპრობლემოდ და ამაზე ცალკე მოგიყვებით. მარიასთან ვალაგებთ რეჟიმს – ჭამა, ძილი, ბანაობა. სამსახურში დავიწყე სიარული 3-4 საათით დღეში და ეს მეხმარება განიავებაში.
ყველაფრით კმაყოფილი და უზომოდ მადლიერი ვარ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს მშობიარობის შემდეგ ყველა დედას სჭირდება დრო და მხარდაჭერა ადაპტაციისთვის და კარგად ყოფნისთვის“, – წერს ქეთი ხატიაშვილი სოციალურ ქსელში და უსაყვარლეს ოჯახურ კადრებს აზიარებს.
„დღეს სახლში მივდივართ და ილია გაიცნობს მარიას“ – ქეთი ხატიაშვილი ახალშობილის ფოტოებს გვიზიარებს