LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

405
მარიამ-კუბლაშვილი-ნეტგაზეთი-გიორგი-დიასამიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 20 ივნისს დაკავებულთა საქმის მორიგი განხილვა გაიმართა, სადაც საქმეზე ბრალდებულმა მორის მაჩალიკაშვილმა, წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ აღიარა. ამის შესახებ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა ისაუბრა. მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მორის მაჩალიკაშვილი აღნიშნულ მომენტში პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდა დადასტურებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დანშაულს. კონკრეტულად კი კუბლაშვილის განმარტებით, არ დასტურდება მაჩალიკაშვილის მონაწილეობა პარლამენტში შეჭრის მცდელობაში.

„ის, რომ მორის მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა და მონაწილეობდა ძალადობაში, ეს კადრებითაც წარმოდგენილია. თუმცა, საინტერესოა მოტივი, რის გამო იმყოფებოდა ის აღნიშნულ ტერიტორიაზე. მისი მიზანი პარლამენტში შეჭრა, სახელმწიფო გადატრიალება, კონკრეტულ პირთა მიერ დავალების საფუძველზე ძალადობა, რომ არეულობა მომხდარიყო, არ ყოფილა. მოგეხსენებათ, მალხაზ მაჩალიკაშილი და მისი ძმისშვილი პარლამენტის წინ ცხოვრობდნენ, მათი პირადი ნივთები იქ იყო, მათი ე.წ. საცხოვრებელი ტერიტორია იქ იყო, შესაბამისად, სხვა პირთა მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ნივთების მიტანა რომ არ მომხდარიყო, მაჩალიკაშვილს საკუთარი ნივთები უნდა გამოეტანა. სწორედ ეს მიზანი იყო, რის გამოც მაჩალიკაშილი იქ იმყოფებოდა“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

მაჩალიკაშვილის ძმიშვილი დააკავეს

მომდევნო პროცესზე გახდება ცნობილი, შედგება თუ არა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g