LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 მიზეზი რატომ აქვთ ადამიანებს სექსი

325
sex-msn

რამდენი მიზეზის დასახელება შეგიძლიათ იმისთვის, რომ სექსის სურვილი ახსნათ?
ერთი? ორი? ოცი? 200-ზე რას იტყვი? ზოგიერთი კოლეჯის სტუდენტი სექსის 237 სხვადასხვა მიზეზსაც კი ასახელებს.
სიამოვნებიდან გამრავლებამდე, დაუცველობიდან – ცნობისმოყვარეობამდე – მიზეზები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. 2010 წელს ჩატარებული სექსის მოტივაციის კვლევაში ნათქვამია, რომ წარსულში ინტიმური კავშირი მხოლოდ სამ მიზეზთან ასოცირდებოდა – შვილის გაჩენა, სიყვარული და კარგი განწყობა.

დღეს სექსუალურმა ქცევამ მრავალი განსხვავებული ფსიქოლოგიური, სოციალური, კულტურული და თუნდაც რელიგიური მნიშვნელობა მიიღო.

ფსიქოლოგები ამ აქტივობისთვის 20 მთავარ მიზეზს გამოყოფენ:
სტრესს განიცდით? დაკავდით სექსით. სტრესის შემცირება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ამერიკელები, განსაკუთრებით მამაკაცები ამბობენ, რომ სექსი აქვთ, აზუსტებს რიჩარდ კეროლი, ურთიერთობების სპეციალისტი.

20 მთავარი მიზეზი კი ასე გამოიყურება:

• განწყობის ამაღლება და დეპრესიასთან ბრძოლა
• მოვალეობა
• ძალაუფლების გაძლიერება
• თვითშეფასების ამაღლება
• პარტნიორის ძალაუფლების გამოცდა
• პარტნიორის სიყვარულის მიღება
• ეჭვიანობის გაღვივება
• რეპუტაციის და სოციალური სტატუსის გაუმჯობესება
• ფული
• შვილის გაჩენის სურვილი
• სურვილი გატაცებული იყო ვინმეთი
• მზრუნველობა
• სიახლის გასინჯვის სურვილი
• გარშემომყოფების ზეწოლა ან ზეწოლა პარტნიორის მხრიდან
• სიამოვნება
• სექსუალური მოთხოვნილების შემცირება
• შურისძიება
• სექსუალური ცნობისმოყვარეობა
• სიყვარულის გამოვლენა
• ემოციური ჩარჩოების გარღვევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები