რუსული ოკუპაციის პრობლემით შეწუხებულმა ახალგაზრდებმა ონლაინთამაში შექმნეს, რომელიც ყოველ ჯერზე შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია.
რადიო “ფორტუნა” კომპანია “სანაპსის” (თამაშის შემქმნელი) წარმომადგენელს ლევან სანადირაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ თამაში სულ რაღაც 2 კვირაში შეიქმნა. რაც შეეხება იდეას, სანადირაძე ამბობს, რომ ეს ბოლო პერიოდის აქციებს არ უკავშირდება.
აქციაზე სიტყვით ორგანიზატორები და რიგით მოქალაქეები გამოდიოდნენ
ანტისაოკუპაციო აქცია ხვალიდან განახლდება - როდის აანონსებენ ორგანიზატორები ფართომასშტაბიან გამოსვლებს
“ჩვენ ისედაც გვაწუხებს ეს პრობლემა, ბოლოს იყო კიდევ საგუშაგოების თემა, ამას მოჰყვა ეს იდეა და შემდეგ მისი განხორციელება. ამჟამად თამაში მხოლოდ ანდროიიდის მომხმარებლებისთვისაა, რადგან IOS-ის პლატფორმა 100 დოლარს ითხოვს და კომპანიას არ აქვს ამის გადახდის საშუალება. ანდროიდის შემთხვევაში 25 დოლარი ღირს და ამას გაწვდა კომპანია”, – აცხადებს სანადირაძე.
რაც შეეხება თამაშის პრინციპს, ერთ-ერთი ავტორი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სიმბოლურად ის 9 ნივთი შეირჩა, რომელიც რუსეთთან ასოცირდება.
“მათ შორისაა არაყი, სამოვარი, ბალალაიკა, ამ ნივთებს უნდა მოაჭრა 20%, ამისთვის სამი ცდა გაქვს. თუ ამას წარმატებით გაივლის, შემდეგ სხვა ნივთი გამოვა. ამის განახლებები შესაძლებელია, ეს უბრალოდ ორ კვირაში, რაც მოვასწარით ის არის”, – აცხადებს ლევან სანადირაძე.