LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ვნისის აქცია ოპოზიციისთვის წამგებიანად არის დაგეგმილი: ვახტანგ ძაბირაძე

164
1605540358-197693-2-2022-04-06_20-32-30_503803

“20 ივნისის აქცია ოპოზიციისთვის წამგებიანად არის დაგეგმილი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.

მან განმარტა, რომ აღნიშნული აქცია მისი შინაარსიდან გამომდინარე პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

“20 ივნისის აქციას არ აქვს ნეიტრალური ხასიათი. ფაქტია, რომ აქციას ექნება პოლიტიკური ფორმა, იქ იქნება გამოსვლები. 20 ივნისის აქცია ოპოზიციისთვის წამგებიანად არის დაგეგმილი. თუ ეს აქცია მაინც ჩატარდება, მგონია, რომ უნდა ჩატარდეს ისეთივე ფორმით, როგორზეც ილაპარაკა პრეზიდენტმა.

აქციის ჩატარების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ჩვენი პარტნიორები მუდმივად ლაპარაკობენ მუდმივად რომ არის დაპირისპირება, პოლარიზაცია. პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია, რადგან პოლიტიკურ პროცესს არ ეხება, ამ შემთხვევაში სწორედ აქეთკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია, სურვილია იმის რომ ეს პოლარიზაცია და ხარისხი პოლარიზაციის შემცირდეს. მაშინ, როდესაც 20 ივნისის აქციაზე ლაპარაკი იქნება რეზოლუციაზე. ამით, ისევ იმ თემაში შევალთ, რასაც პოლარიზაციის გაღრმავება თუ არა იმავე პოზიციებზე დარჩენა ჰქვია”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები