LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წელზე მეტია ვმუშაობ და ვერ ვიხსენებ თუნდაც, ერთ მსგავს შემთხვევას – კომპანია ”დოპელმაიერი” პირველ განმარტებას აკეთებს

77

კომპანია დოპელმაიერი, რომელმაც გუდაურში საბაგირო დაამონტაჟა, პირველ განმარტებას აკეთებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათ კონსტრუქცია რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს და უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო.

“დოპელმაიერი” ექსპერტების დასკვნას ელოდება.

“ჩვენი ექსპერტები ამოწმებენ მთლიანად სისტემას და შეეცდებიან გაიგონ მიზეზი, თუ რატომ მოხდა ეს შემთხვევა გუშინ გუდაურში. სავარაუდოდ, შემოწმება რამდენიმე საათს გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია ოფიციალური უწყების მითითებებზე. ოფიციალური პირების გარდა, ჩვენ შევხვდებით უშუალოდ მომხმარებელსაც და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავერკვიოთ რა მოხდა. მე, პირადად, 20 წელზე მეტია “Doppelmayr”- ისთვის ვმუშაობ და ვერ ვიხსენებ თუნდაც, ერთ მსგავს შემთხვევას“, – განაცხადა ეკეჰარდ ასმანიმ.

ცნობისთვის, Doppelmayr-ი ავსტრიული კომპანიაა, რომელიც საბაგირო აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში წარმომადგენლობა ჰყავთ. დოპელმაიერს ამ დროისთვის 14 800 საბაგირო აქვს დამონტაჟებული.