LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„20 წლიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ნია და ნუკა ლუტიძეები დაიბადნენ…“ – „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

563
„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

სამედიცინო დაწესებულება სოციალურ ქსელში წერს, რომ 20 წლიანი მოლოდინის შემდეგ მათ კლინიკაში ნია და ნუკა ლუტიძეები დაიბადნენ.

„პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ ცნობით, დედიკოც და პატარებიც თავს შესანიშნავად გრძნობენ:

„20 წლიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ნია და ნუკა ლუტიძეები დაიბადნენ. დედიკოც და პატარებიც თავს შესანიშნავად გრძნობენ. ეს არ არის მხოლოდ დაბადება — ეს არის ოცნების ასრულება, მოთმინების, რწმენის და იმედის გამარჯვება. 20 წელი სიჩუმეში, ხანგრძლივ მკურნალობაში, ბევრ მცდელობაში, ლოცვებში და უსაზღვრო მოლოდინში… და აი, დღეს ყველაფერი, ჩვენთან ერთად, ფერად რეალობად იქცა. ექიმი: ზაზა სინაურიძე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

🩷 20 წლიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ნია და ნუკა ლუტიძეები დაიბადნენ 🌸 დედიკოც და პატარებიც თავს შესანიშნავად…

Posted by პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem on ორშაბათი, 04 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g