1946 წელს, სანამ მონრო, რომელსაც მაშინ ნორმა ჯინ დოერთი ერქვა და ჯერ კიდევ 20 წლის ყველასთვის უცნობი გოგონა იყო, მალიბუს სანაპიროზე ანდრე დე დიენესის ობიექტივში მოხვდა.
ფოტოგრაფი იხსენებს: „ის 20-ის იყო და პოპულარობის გემო ჯერ გასინჯული არ ჰქონდა. მე ვეუბნებოდი, რომ ინსტინქტური რეაგირება მოეხდინა და ბედნიერება, სევდა, ეჭვი, სინანული და… სიკვდილი თავისებურად გამოეხატა. როდესაც მე „სიკვდილი“ ვახსენე, მან აიღო მუქი ფერის ქსოვილი და თავზე მოიხვია. სიკვდილი მისთვის სწორედ ამ სიშავესთან ასოცირდებოდა. ვცდილობდი გადამერწმუნებინა, მაგრამ ის ამბობდა: „სიკვდილი ეს არის ჩემთვის“.
ის შემობრუნდა ჩემკენ, თვალებში უზარმაზარი სევდით. სიკვდილი მისთვის ყველაფრის დასასრული იყო“.