სულ მალე, მრავალი ჯილდოს მფლობელ, ისლანდიელ მსახიობსა და მომღერალს, ბიორკ გუდმუნდსდოტირს, ახალ ფილმში „ჩრდილოეთის ადამიანი“ (The Northman) ვიხილავთ. ბიორკი სლავი ალქაჯის როლში მოგვევლინება. აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის 20 წლის შემდეგ პირველი კინოროლია. მან 2000 წელს ლანს ფორ ტრიერის გახმაურებულ ფილმში, „სიბნელეში მოცეკვავე“ მთავარი როლი შეასრულა.
რაც შეეხება ახალი ფილმის სიუჟეტს, ის მე-10 საუკუნეში, ვიკინგების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. მისი რეჟისორი რობერტ ეგერსია. ბიორკს პარტნიორობას ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი გაუწევენ.
ფილმის გადაღებები უკვე დაიწყო და ის ირლანდიაში მიმდინარეობს.