LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„20 წლის ვიყავი, რომ გავაჩინე.. სკოლიდან არ მატანდნენ, მშობლებმა წაიყვანონო.. ზუსტად ვიცი, მომავალი ვარსკვლავი ფეხბურთელია“ – თათია შარანგია უფროს ვაჟს იუბილეს ულოცავს

1161
TaTia Sarangia

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია Instagram-ზე პირველ შვილთან ედუ შევარდნაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და დაბადების დღეს ულოცავს.

თათია შარანგია წერს, რომ ედუ მისი უახლოესი ადამიანი და დასაყრდენი მეგობარია.

„20 წლის ვიყავი, რომ გავაჩინე.. მაგრამ ახლა ვხვდები, როგორი პატარა ვიყავი თვითონ.. სკოლიდან არ მატანდნენ, მშობლებმა წაიყვანონო.

დღეს ეს ბიჭი ჩემი უახლოესი, დასაყრდენი მეგობარია. ზუსტად ვიცი, მომავალი ვარსკვლავი ფეხბურთელია. ამაზე კარგს ვერაფერს ვიზამდი, ვიდრე „ადრეულ ასაკში“ გაჩენილი შვილებია..

ყველას გისურვებთ, გეხაროთ თქვენი შთამომავლობით“, – წერს თათია შარანგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები