LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200 ლარიან დახმარებას ჯერ არდაბადებული ბავშვებიც მიიღებენ

463
ORSUL

მთავრობის 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის ჩვილებიც, ვინც 1 დეკემბრამდე დაიბადება – ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

„ვინც 2, 3 ან 4 კვირაში ბავშვს ელოდება და რეგისტარციას ვინც მოასწრებს (რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გრძელდება), მიიღებს 200-ლარიან დახმარებას. რეგისტრაციის გავლა, რომელიც 15 აგვისტოს დაიწყო, ძალიან მარტივია. უნდა შევიდნენ საიტზე daxmareba.moh.gov.ge , სადაც არის პირადი ნომერი და მიყვნენ ინსტრუქციას. იმ შემთხვევაში თუ მშობელს ტყუპი შეეძინება, შესაბამისად 400 ლარს მიიღებს. თუ მშობელს სურვილი არ ექნება და არ დარეგისტრირდება, ავტომატურად ნიშნავს, თანხაზე უარის თქმას“, – განუცხადეს “ფორტუნას” ჯანდაცვის სამინისტროში.  

მოქალაქეებს, თუ ელექტრონულ პორტალზე ვერ შეძლებენ რეგისტრაციას, შეეძლებათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობებს, იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებსა და “ლიბერთი ბანკის” ფილიალებს” მიმართონ.

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო – ნახეთ, სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ

მშობლებს ვთხოვთ, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად პორტალზე თვის ბოლომდე, ეტაპობივად დარეგისტრირდნენ – თამარ გაბუნია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები