LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200 ლარიანი ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის – რას აცხადებენ შსს-ში

35

თბილისელი მძღოლების ინფორმაციით, არასწორი პარკინგის გამო პოლიციის მიერ დაჯარიმების ფაქტები გახშირებულია. მათი თქმით, „სითი პარკის“ ტერიტორიის მიღმა გაჩერებული მანქანისთვის ისინი 200 ლარით ჯარიმდებიან. მძღოლები ამბობენ, რომ ჯარიმა იმ შემთხვევაშიც იწერება, თუ საავარიო ციმციმა აქვთ ჩართული და რამდენიმე წუთით გაჩერდებიან.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ავტორადიო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ დაჯარიმება ისევ იმ სიხშირით ხდება, როგორც ადრე იყო და არანაირი ახალი რეგულაცია ძალაში არ შესულა. ამასთან, სამინისტროს ცნობით, ჯარიმა არ ეხება პარკირებას და საუბარია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც პარკირების ზოლს მიღმა არის გაჩერებული.

სამინისტროს ინფორმაციით, არასწორად გაჩერებული მანქანების მძღოლებს საზოგადოებრივი წესრიგისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით აჯარიმებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები