LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მოსკოვში მსუბუქი ავტომობილებიდან, ავტობუსებიდან და ტაქსებიდან

68

200-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მოსკოვში მსუბუქი ავტომობილებიდან, ავტობუსებიდან და ტაქსებიდან. როგორც ბიბისი იუწყება,  მდინარე იაუზა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც მოსკოვის რამდენიმე რაიონში ავტომობილები დაიტბორა, მაშველებმა ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. პოლიციამ მდინარესთან ხიდის მიმდებარედ მოძრაობა გადაკეტა. სოციალური ქსელის მომხმარებლები კი ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებენ, სადაც დატბორილი ავტომანქანები ჩანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g