პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, რომლის მიზანი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლაა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი კი, ოპოზიციონერის სტატუსით საგამოძიებო კომისიის მდივანი იქნება.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს დაეთმობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ათი წევრით არის განსაზღვრული.
ფრაქცია “ქართულმა ოცნებიდან“ კომისიის არიან – თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია.
საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით, კომისიაში იქნებიან “ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ – ილია ინჯია.
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა სულ ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრებისათვის.
საგამოძიებო კომისია ექვსი თვე იმუშავებს.