LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2011 წელთან შედარებით, საგზაო უსაფრთხოების ღვედებს 20%-ით ნაკლები პირი იყენებს

103

საგზაო უსაფრთხოების ღვედების გამოყენება, 2011 წელთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული. ამ შედეგზე მიუთითებს საერთაშორისო პროექტის „ბავშვისთვის უსაფრთხო ავტომობილი“ ფარგლებში ჩატარებული კვლევა საბავშვო სამგზავრო სავარძლების შესახებ, რომელიც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ და ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ჩაატარეს.

კითხვაზე – რამდენად ხშირად იყენებთ თქვენ და თქვენი მგზავრები (განურჩევლად ასაკისა) უსაფრთხოების ღვედს? – 7% პასუხობს, რომ ყოველთვის იყენებს, 77% – მხოლოდ წინა სავარძლებზე (როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული), 15% – მხოლოდ გრძელ დისტანციაზე გადაადგილებისას, 1% – თითქმის არასდროს.

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იზორია აცხადებს, რომ ეს კითხვა კვლევაში სპეციალურად ჩადეს.

„2011 წელს, როცა წინა სავარძლებზე ღვედების გამოყენების შესახებ კანონმდებლობა შემოვიდა, ეს მაჩვენებელი მაგისტრალებზე დაახლოებით 95% იყო, ხოლო ქალაქის ტერიტორიაზე – 98%. თქვენ ხედავთ, დაახლოებით, 20%-ით არის შემცირებული ღვედების გამოყენება, რაც, რა თქმა უნდა, ზრდის ტრავმატიზმის რისკს ქვეყანაში,“ – განაცხადა იზორიამ.

აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ თემაზე: „საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად: სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობები და გამოწვევები“ დისკუსიის ფარგლებში, 31 ივლისს გაიმართა.

mazda magti 5g