LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2012 წელს 30%-ს შეადგენდა უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში, 4%-მდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის“ – ირაკლი კობახიძე

220
ირაკლი კობახიძე

სიღარიბე არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, არსებული გეგმებიდან და პროგნოზებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მაქსიმუმ 4 %-მდე შემცირდება სიღარიბე, ანუ მაქსიმუმ 150 000 ადამიანი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა 2028 წლისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, 4 წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა 90 მილიარდი ლარი იქნება“ – ირაკლი კობახიძე

მისივე თქმით, 2012 წელს 30 %-ს შეადგენდა უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში და 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა.

„სიღარიბე არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა. აქაც დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა 2012 წელს, 30 %-ს შეადგენდა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. 1 120 000 ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეკონომიკური ზრდის ტემპიდან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა უკვე 2023 წლისთვის ბევრად გაუმჯობესებული მონაცემები, 11.8%-მდე შემცირდა სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში და დღეის მდგომარეობით, 440 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება“ – ირაკლი კობახიძე

ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ როცა 440 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, შეუძლებელია, იყო თვითკმაყოფილი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად რჩება სიღარიბის შემდგომი შემცირება. აქაც არსებული გეგმებიდან და პროგნოზებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მაქსიმუმ 4 %-მდე შემცირდება სიღარიბე, ანუ მაქსიმუმ 150 000 ადამიანი იქნება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ანუ, თანდათანობით, მიზანმიმართულად მივდივართ სიღარიბის დაძლევის მიზნის შესრულებისკენ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანა – 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს ბევრად მეტი პროექტის განხორციელებისა და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაფართოების შესაძლებლობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g